ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატრიარქი ერს სიმშვიდისკენ მოუწოდებს !


ქართულმა ეკლესიამ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 30-წლისთავი აღნიშნა. ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სამების ტაძარში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღავლინა. თბილისში მოსალოცად დღეს საგანგებო ვიზიტით ჩამოვიდნენ სასულიერო პირები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, ქუვეითან, ირანიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან..

გასულ პარასკევს 21.12. გაიმართა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის სხდომა. წმინდა სინოდმა შეფასება მისცა კათოლიკოს-პატრიარქის 30-წლიან მოღვაწეობას და აღნიშნა, რომ მიუხედავად ურთულესი წლებისა საქართველოსთვის, საზოგადოებაში, ხალხის სულიერი დონის ასამაღლებლად ძალიან ბევრი გაკეთდა. წმინდა სინოდმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მიმართა, რათა მათ ყველაფერი გააკეთონ ურთიერთგაგების აღსადგენად , მშვიდობის დასამყარებლად საქართველოს ამ ძირძველ მხარეებში.

ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა და მეცენატმა მამუკა ხაზარაძემ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს დღეს თეთრი, ულამაზესი ცხენი აჩუქა თავის პარტნიორთან ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. მათ ცხენი აზერბაიჯანში შეურჩევიათ, შეიძინეს და მხოლოს ამის შემდეგ ნახეს პასპორტი, სადაც ცხენის სახელი ეწერა. მას სახელად ამინ ! ერქვა.. ეს სასწაულია !

21.12. სინოდის სხდომაზე ასევე განცხადება გაკეთდა მოახლოებულ არცევნებთან დაკავშირებით.. არცევნებამდე 10 დღე დარჩა, ხოლო ვითარება არა ყოველ დღე, არამედ ყოველ საათს იცვლება და რთულდება. წმინდა სინიდმა მოსახლეობას არჩევნებში მაქსიმალურად მონაწილეობისკენ მოუწოდა, ასევე მიმართა ხელისუფლებას და ოპოზიციას ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ არჩევნების შემდეგ არ მოხდეს ურთიერთანგარიშსწორება, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება მშვიდობიან კალაპოტში გაგრძელდეს. დმანისის ეპისკოპოსს, მეუფე ზენონს მოვუსმინოთ, რომელიც ამბობს , რომ დღევანდელი დღე ყველა მართლმადიდებლისთვის და მოაზროვნე ადამიანისთვის დღესასწაული უნდა იყოს.

ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკაში მცხოვრები ქართველები და ამერიკელები დალოცა !

XS
SM
MD
LG