ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტი პაკისტანში


პაკისტანიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დღეს კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ ტერაქტს არმიის ცხრა ახალწვეულის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია ოთხი კაცი. ტერაქტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის დაბა კოჰატში მოხდა. ტერორისტი ფეხბურთის მატჩიდან გამოსულ ახალწვეულებს მიუახლოვდა და თავი აიფეთქა.

ჩრდილოეთ ვაზირისტანის პროვინციის ტომებით დასახლებულ ნაწილში მომხდარ აფეთქებაში კი პაკისტანის სპეცდანიშნულების რაზმის რამდენიმე მებრძოლი დიჭრა. პაკისტანის არმია აცხადებს, რომ სვატის ველზე შვიდი ისლამისტი მეამბოხეა დაკავებული. ამ ინფორმაციის ტანახმად დაკავებულთა შორისაა აბდულ შაკურიც, რომელიც მოუწოდებდა, რომ რეგიონში მოქმედი უშიშროების ძალების მებრძოლებისათვის თავები დაეყრევინებინათ.

XS
SM
MD
LG