ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ ალჟირში მომხდარი ტერაქტების გამოძიება დაიწყო.


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ალჟირში განხორციელებული აფეთქებების გამოსაძიებლად ჯგუფი გაგზავნა. გუშინ განხორციელებულ ტერაქტებს მრავალი ადამიანის მათ შორის გაეროს თერთმეტი მუშაკის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბან კი მუნმა დაგმო ორი აფეთქება, რომლებიც გაეროსა და სამთავრობო ოფისებს იღებდა მიზანში. ბატონი ბანის თქმით, „სიტყვებით ძნელია იმ შოკის და განრისხების გამოხატვა, რასაც იგი განიცდის”. პასუხისმგებლობა ტერაქტების მოწყობაზე ჩრდილოეთ აფრიკაში მოქმედმა ალ-ყაიდას რგოლმა იკისრა. ალჟირის ხელისუფლება აცხადებს, რომ აფეთქებების შედეგად დაიღუპა ოცდაექვსი, ხოლო დაიჭრა ას სამოცდაჩვიდმეტი ადამიანი. თუმცა გაზეთმა ალ-ვატანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ალჟირის სამედიცინო წრეები ამტკიცებენ, რომ დაღუპულია სამოცდათორმეტი კაცი. აფეთქების შედეგად გაეროს განვითარების პროგრამისა და ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისებიც დაზიანდა.

XS
SM
MD
LG