ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰერკულანუმში რომაული ეპოქის ტახტი აღმოაჩინეს


იტალიელმა არქეოლოგებმა ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებულ ქალაქ ჰერკულანუმში რომაული ეპოქის ტახტი აღმოაჩინეს. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა პიეტრო ჯოვანი გუცომ განაცხადა, რომ აღმოჩენილია ტახტის ხისა და სპილოს ძვლისგან დამზადებული ნაწილები. ეს უძველესი რომაული ტახტია, რომელიც კი აქამდე აღმოუჩენათ. ფიქრობენ, რომ გათხრის ადგილას იულიუს კეისრის სიმამრის სახლი იდგა. არქეოლოგები ამბობენ, რომ აქამდე რომაულ ტახტებზე წარმოდგენა მხოლოდ ნახტებიდან ჰქონდათ.
XS
SM
MD
LG