ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სადაზვერვო ანგარიში ირანის ბირთვულ პროგრამაზე განსხვავებულ შეხედულებებს იწვევს


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი აცხადებს, რომ აშშ სადაზვერვო ანგარიში რომელიც თეირანის ბირთვულ პროგრამას ეხება, ირანის ნამდვილი გამარჯვებაა მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებზე. გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს თავმჯდომარე მოჰამედ ელ ბარადეი აცხადებს, რომ ეს ანგარიში თეირანს საშუალებას აძლევს დაამტკიცოს რომ მისი ბირთვული პროგრამა მართლაც მშვიდობიან მიზნებს ხმარდება. მოჰამედ ელ ბარადეიმ, ამასთან, აღნიშნა, რომ ამერიკული ანგარიში ეთანხმება გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს შეფასებას ირანის პროგრამის შესახებ. ანგარიშში, შეგახსენებთ, რომ აღნიშნულია ის ფაქტი, რომ თეირანმა ბირთვული პროგრამის მოქმედება ოთხი წლის წინ შეაჩერა. ეს კი ბუშის ადმინისტრაციის ბრალდებას ეწინააღმდეგება, რომელიც აცხადებს, რომ ირანის განაგრძობს ბირთვული პროგრამების განვითარებას. პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა ამასთან დასძინა, რომ ირანი უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს მშვიდობიანი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარების გზაზე. ამ ფონზე, აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს გაეროს სანქციების მესამე რაუნდის მხარდაჭერას რაც თეირანის მიერ ურანის ტექნოლოგიების შეძენას შეაფერხებს.
XS
SM
MD
LG