ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ბირთვული სააგენტო ირანის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს


გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ თეირანი აგრძელებს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალების შექმნისთვის ხელსაყრელ ტექნოლოგიებზე მუშაობას. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გაეროს სულ უფრო ნაკლები ინფორმაცია აქვს თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, რამეთუ ირანის ხელისუფლება გაეროს სააგენტოსთან არ თანამშრომლობს. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი შონ მაკორმაკი აცხადებს, რომ ირანის გადაწყვეტილება ბირთვული ენერგიის სააგენტოს ზოგიერთ კითხვას უპასუხოს, ფარსია. “მაშინ, როცა თეირანი ყველას ყურადღების გადატანას ცდილობს იმ ზოგიერთ პასუხზე, რომელსაც მთავრობა ბირთვული პროგრამის ირგვლივ იძლევა, გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს უნარი მეტი შეიტყოს არსებული პროგრამის შესახებ, მცირდება. ეს კი შემაშფოთებელია მსოფლიოსთვის, ისევე როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებისა და გერმანიისთვის, რომლებიც ყურადღებით ეკიდებიან იმ ფაქტს, რომ თეირანი ურანის გამდიდრებაზე აგრძელებს მუშაობას უშიშროების საბჭოს მოთხოვნების მიუხედავად.” 2006 წელს, ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმიანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა ირანს მასტიმულირებელი პაკეტი შესთავაზეს ურანის გამდიდრების შეჩერების სანაცვლოდ. თეთრი სახლის პრეს მდივანი დანა პერინო აცხადებს, რომ როგორც ანგარიშშია ნახსენები, თეირანი ამ შეთავაზებას არ თანხმდება. “პრეზიდენტმა ბუშმა ცვლილება შეიტანა აშშ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაში, რომლის მეშვეობით სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი უმაღლეს დონეზე შეხვდებოდა მის ირანელ კოლეგას--იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ურანის გამდიდრებას შეაჩერებდა. ამ უკანასკნელმა საპირისპირო გზა აირჩია”. ირანის მიერ გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის არ ქონის პირობებში, აშშ და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უშიშროების საბჭოს მიერ სანქციების დაწესების მოთხოვნას. სამწუხაროდ, როგორც ქალბატონი პერინო ამბობს, ბირთვული ენერგიის სააგენტოს ბოლო ანგარიში ცხადყოფს, რომ ირანს არ აინტერესებს დანარჩენ მსოფლიოსთან მუშაობა და რომ ირანის დღევანდელი მთავრობა აგრძელებს ქვეყნის იზოლაციას. ირანელი ხალხი, კი, მისი განცხადებით, უკეთეს პირობებში ცხოვრებას იმსახურებს.
XS
SM
MD
LG