ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს უკან გადადგმული ნაბიჯი


ამონარიდები ვაშინგტონ პოსტის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან " საქართველოს უკან გადადგმული ნაბიჯი". ავტორი-ენ ეპლბაუმი.

"სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მიშას სახელითაცაა ცნობილი მეგომრების წრეში, ალბათ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ამერიკის მიერ დემოკრატიის გლობალურად გავრცელების საქმეს ვიდრე ფერვეზ მუშარაფს ოდესმე მიუყენებია ამ საქმისთვის. წერს ქალბატონი ეპლბაუმი. თანაც პაკისტანში დემოკრატიის დამყარების იმედიც მაინც და მაინც არავის ჰქონდა. აღნიშნავს ენ ეპლბაუმი.

"საქართველოსგან მეტს მოელოდნენ. ეს მოლოდინი კი ახლა იმ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა და ცრელმლმდენმა გაზმა გააქარწყლა, რომლებიც სააკაშვილმა თბილისის ქუჩებში მიმდინარე დემონსტრაციის დასარბევად გამოიყენა". აღნიშნავს წერილში ქალბატონი ეპლბაუმი.

"..გარდამავალი დემოკრატიების პროექტის დირექტორის ბრიუს ჯეკსონის თქმით, „ჩვენს შორის მათთვისაც კი ვინც "თვითნგრევით" დაკავებულ ქვეყნებზე მუშაობს, ეს ძალზე მოულოდნელი და ცუდი დღე იყო.მიუხედავად ამისა თბილისში ორი წლის წინანდელი სტუმრობისას ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტი შეაქო „დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის. ახლა კი, როდესაც სააკაშვილის დამრბევმა პოლიციელებმა არა მარტო დემონსტრაცია დაშალეს არამედ ის ტელესადგურიც დაარბიეს, რომელიც ნაწილობრივ რუპერტ მარდოკს ეკუთვნის, ამერიკის პრეზიდენტის ეს გამონათქვამი ძალზე იდიოტურად ჟღერს. კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოში განვითარებული მოვლენების კომენტირებისგან თავი შეიკავა". წერს ავტორი.

"..მართალია დიდად მოსალოდნელი არ იყო ის, რომ საქართველოში რაიმე აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ როგორც ვიცით, ყველა რევოლუციის, მათ შორის მშვიდობიანი რევოლუციების დროსაც რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება. აღსანიშნავია, რომ 1989 წლის რევოლუციების შემდეგ გასული ათწლეულის განმავლობაში, ცენტრალური ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში სათავეში ისევ კომუნისტები მოვიდნენ". ამტკიცებს წერილში ქალბატონი ეპლბაუმი.

"..ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ ძალზე ბევრს მიაღწია. ინვესტიციები და ეკონომიკა იზრდება. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენა. მაგრამ სამწუხაროდ ძალაუფლების მშვიდობიანი გზით დათმობის ტრადიცია ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. დემოკრატია მხოლოდ ერთ მომენტს არ წარმოადგენს. რევოლუცია ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ვერ იცვლება. დემოკრატიის მშენებლობა ხანგრძლივი პროცესია. და საქართველო ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. პოსტსაბჭოური ბიუროკრატიისა და ნომეკლატურის გადაყენების საქმეში, საქართველოს მიერ მიღწეული წარმატების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით ძალზე ნაადრევია იმის მტკიცება, რომ მიზანი მიღწეულია. სამწუხაროდ ჩვენ ვიჩქარეთ და ამას ვამტკიცებდით". აღნიშნავს სტატიაში ენ ეპლბაუმი.

"..არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ რუსეთში ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა ყველა ხერხს მიმართა სააკაშვილის რეჟიმის ძირგამოსათხრელად. ეკონომიკური ბოიკოტიდან დაწყებული, სეპარატისტებისადმი მხარდაჭერის აღმოჩენით დამთავრებული. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის მიერ მთელი ოპოზიციური ძალების, მისი მაკრიტიკებელი ჟურნალისტებისა და ქუჩაში გამოსული უბრალო ხალხის რუსეთთან დაკავშირებულებად შერაცხვა ნდობას არ იმსახურებს". წერს ქალბატონი ეპლბაუმი."..ამას გარდა, წარმოუდგენელია პრობლემის სატელევიზიო აპარატურის განადგურებით მოგვარება.საინტერესოა, რომ საქართველოში მოვლენების განვითარებამ გამახსენა ის შეცდომა, რომელიც თავის დროზე ბილ კლინტონმა დაუშვა. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში კლინტონი ხშირად ეუბნებოდა ელცინს, რომ იგი ჭეშმარიტი დემოკრატია. კლინტონი ამას ყოველ სამიტზე იმეორებდა, რუსეთის პრეზიდენტის შესაქებ სიტყვებს არ იშურებდა და მას მისაბაძ მაგალითად აცხადებდა. კლინტონი მაშინაც არ შეცბუნებულა, როდესაც ელცინმა საკუთარი ქვეყნის პარლამენტის შენობას აუტეხა სროლა, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აღადგინა და რეპრესიების ის პროცესი დაიწყო, რომლის კულმინაციასაც ვლადიმირ პუტინის მის მემკვიდრედ დასახელება წარმოადგენდა. მასინაც კი ამერიკის მთავრობა რუსეთის მიმართებაში არ წყვეტდა ტერმინების „დემოკრატიისა” და „თავისუფალი ბაზრის” ხმარებას და იმედი ჰქონდა, რომ სიტუაცია თავისით დარეგულირდებოდა. ეს არ მოხდა. როგორც სჩანს დემოკრატი მეგობრების არჩევა ძალზე რთულ საქმეს წარმოადგენს.

"..უკეთესი იქნება ჩვენი ძალები მოვახმაროთ დემოკრატიული ინსტიტუტების მსენებლობას და არა ცალკეული პიროვნებების ამბიციების განმტკიცებას!". ასრულებს სტატიას ენ ეპლბაუმი.

XS
SM
MD
LG