ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიუხედავად დასავლეთის წინადადებებისა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა საგანგებო მდგომარეობა გააუქმოს


საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთის მოთხოვნაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა დაუყონებლივ გაუქმდეს უარი განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დასავლეთის მოთხოვნაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა დაუყონებლივ გაუქმდეს უარი განაცხადა. პრეზიდენტმა სთქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა მანამდე გასტანს სანამ ეს საჭიროა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა სააკაშვილზე ზეწოლის განსახორციელებლად თბილისში იმყოფებოდა. 5 იანვრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორმოცდახუთი დღით ადრე პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით უნდა გადადგეს. ამ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობას დროებით პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე შეასრულებს. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას ისევე უნდა მიუწვდებოდეს ხელი მედიაზე, როგორც მთავრობას. ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ უშიშროებას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე მედიაზე ხელის მიწვდომას: „მე მგონია, რომ თქვენ დაეთანხმებით იმ აზრს, რომ კამპანიის ჩატარებას არანაირი აზრი არ აქვს თუ მდგომარეობა სტაბილური არ არის”. ციტატის დასარული. სალომე ზურაბიშვილმა ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა, რომ ბურჯანაძესთან შეხვედრაზე განხილული არც ერთი საკითხი ჯერ-ჯერობით მოგვარებული არ არის: „ზოგ საკითხსი ჩვენ უფრო წინ წავიწიეთ ვიდრე სხვებში. ჩემის აზრით პოზიტიური ისაა, რომ ამ შეხვედრას სხვეbიც მოჰყვება”. აღნიშნა ქალბატონმა ზურაბიშვილმა.
XS
SM
MD
LG