ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პოლიციამ ნება დართო ბენაზირ ბჰუტოს ისლამაბადში არსებული საკუთარი სახლიდან გავიდეს


პაკისტანის პოლიციამ ნება დართო ყოფილ პრემიერ მინისტრს ბენაზირ ბჰუტოს ისლამაბადში განლაგებული სახლიდან გავიდეს, თუმცა აუკრძალა უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრა.

დღეს, უფრო ადრე, ქალბატონი ბჰუტო მისი პარტიის მაღალჩინოსნებს შეხვდა. ბჰუტოს თანაშემწეების განცხადებით, ყოფილი პრემიერ მინისტრი დღესვე, მოგვიანებით, უცხოელ დიპლომატებთან გეგმავს შეხვედრას.

ბჰუტომ უკვე განაცხადა, რომ მომავალ კვირას ქალაქ ლაჰორიდან ისლამაბადამდე საპროტესტო დემონსტრაციას უხელმძღვანელებს, რომლის მონაწილეები მუშარაფის მიერ სამხედრო პოსტის დატოვებას მოითხოვენ, ასევე იანვარში არჩევნების ჩატარებასა და საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას.

პაკისტანის გენერალურმა პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა საარაუდოდ ერთ თვეში მოიხსნება.

XS
SM
MD
LG