ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახ-დეპის რწმუნებულის შონ მაკკორმაკის რეაქცია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე


აშშ-ი მიესალმება საქრთველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებაზე საპარლამენტო არჩევნების თარიღის დადგენის ირგვლივ. ჩვენ ამავე დროს კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და აღადგინოს ყველა საინფორმაციო საშუალების მაუწყებლობა. ეს არის ის ძირეული ზომები, რომელთა გატარებაც აუცილებელია არჩევნებისა და რეფერენდუმის დემოკრატიულ პირობებში ჩატარებისათვის. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ შეინარჩუნონ სიმშვიდე, დაიცვან კანონიერება და აზრთა სხვაობა მოაგვარონ სერიოზული დისკუსიების გზით, რათა ამით განმტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული, პოლიტიკური სისტემა. ეს დისკუსიები უნდა ჩატარდეს კომპრომისის სულისკვეთებით და საქართველოს სუვერენობის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამინის უფლებების დაცვისადმი მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG