ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის სამხრეთში ადგილობრივი მოსახლეობა სახლებს ტოვებს


ავღანეთის სამხრეთში, ნატოს ალიანსის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო ქვედანაყოფებსა და თალიბებს შორის მიმდინარე ბრძოლების გამო, ადგილობრივი მოსახლეობა სახლებს ტოვებს.

ყანდაარის პროვინციის პოლიციის უფროსი საიედ აღა საყიბი აცხდებს, რომ პროვინციის არღანდაბის რაიონის მშვიდობიან მოსახლეობას გახიზვნა იმის გამო უწევს, რომ მათ სახლებს თალიბები ეპატრონებიან. მისი თქმით სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების შედეგად, მოკლულია სულ მცირე ორმოცდაათი, ხოლო დაჭრილია ოცდახუთი თალიბი.

ასევე დაღუპულია სამი პოლიციელი და ავღანეთის არმიის ერთი ჯარისკაცი.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამხედრო ოპერაცია რეგიონში მდებარე რამდენიმე საკონტროლო გამშვები პუნქტის თალიბების მიერ ხელში ჩაგდებამ გამოიწვია. ეს მოვლენები ქვეყნის მთავრობის ადგილობრივი მომხრის, ტომის ბელადის მოლა ნაყიბულას სიკვდილის შემდეგ განვითარდა.

XS
SM
MD
LG