ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ნატო-ს კვირეული იმართება !


29.10-დან 3 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ნატო-ს კვირეული იმართება, რომელშიც მონაწილეობენ ნატო-ს მაღალი რანგის პირები, საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ნატო-ს კვირეული საქართველოში ტარდება დევიზით „ დადე ლელო ნატოსთან ერთად“. ნატო-ს კვირეულის ორგანიზატირი „საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ“ ამ დევიზით შეეცდება აუხსნას საქართველოს მოსახლეობას მარტივად, თუ რატოს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობა.

ნატო-ს კვირეულის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელი ნანუკა ჟორჟოლიანი გვესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ ნატო-ს სათაო ოფისმა ბრიუსელში კვირეულის ჩასატარებლად ცენტრს 10 000 ევრო გამოუყო, კვირეული გრანდიოზული კონცერტით დასრულდება თბილისში, სადაც ქართველი მომღერლები სიმღერებს 26 ენაზე შეასრულებენ, ანუ ნატო-ს წევრი-ქვეყნების ენებზე. ნ.ჟორჟოლიანის თქმით საქართველოს იმედი აქვს, რომ ბუხარესტის სამიტზე 2008 წლის აპრილში 26-ვე ქვეყანა საქართველოს მხარს დაუჭერს .

XS
SM
MD
LG