ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ტერაქტი ერაყში


ერაყის პოლიციის ინფორმაციით, გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა. აფეთქებას ადგილი ჰქონდა პოლიციის საპატრულო პოსტის შორიახლოს, ქალაქ დივანიასთან. ამ ფონზე, ქალაქ აფაკში ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმა განახორციელეს შეიარაღებულმა პირებმა. ამ ინციდენტისას არავინ დაღუპულა. ეს რეგიონი ბაღდადიდან 180 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს და აქ დაპირისპირებულ შიიტურ ჯგუფებს შორის ხშირია შეხლა-შემოხლა. ერაყში დისლოცირებული ამერიკული კოალიცია იტყობინება, რომ ალ ყაიდას წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაში ერაყის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში მოკლულია ოთხი მეამბოხე და დაკავებულია 11 ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG