ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატელევიზიო მედია


სატელევიზიო მედიაში შექმნილი სიტუაცია, ისევ საზოგადოების განსჯის საგნად რჩება. ორ ბანაკად გაყოფილი მედია და საზოგადოება კვლავ ერთმანეთის და ერთმანეთის ფავორიტების წინააღმდეგ კომპრომატების მოგროვებას და მათ გამომზეურებას ცდილობს. მაგრამ, სამწუხარო ის არის, რომ ამასობაში ის მთავარი არსებითი პრობლემები იკარგება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის. ორი დაპირისპირებული ბანაკი განსხვავებულ მოწოდებებს აკეთებს საკუთარი მედია საშუალებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ბევრი გამაერთიანებელი პრობლემები აქვთ, რომელიც ორივე მათგანს დასაძლევი აქვს. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ტელეკომპანია “რუსთავი 2” –ის ჟურნალისტი, გადაცემა პოსტ სკრიპტუმის რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი, რომელიც სატელევიზიო მედიაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრება.

ნინო ჯაფიაშვილისატელევიზო მედია დღეს ჩემი აზრით არის ძალიან კომფორმისტული და ფარისევლური. და ეს არა მხოლოდ რომელიმე ტელეკომპანიაში ხდება, ყველგან! კომფორმიზმი არის აზრი, რომელიც მიუღებელია უმრავლესობისთვის, დიდი ჯგუფისთვის და ამ აზრის დემონსტრირება არ არის პოპულარული, და ამ არა პოპულარული ნაბიჯის გადადგმა არავის სურს. ჟურნალისტი ცდილობს დაივიწყოს საკუთარი მოსაზრებები და ცდილობს ნაბიჯი აუწყოს ქვეყანაში არსებულ ფსევდო ფასეულობებს. ჟურნალისტები დღეს ძალიან შეზღუდულები არიან, მაგრამ არა მათი უფლებების მხრივ, არამედ ინტერესესის სფეროებია შეზრუდული. და როდესაც ისინი ამბობენ, რომ მათი უფლებები იზღუდება, ეს იმისთვის ხდება რომ გაამართლონ საკუთარი შეზღუდულობა.

- იმის მიუხედავად, რომ დღეს ქართულ სატელევიზიო მედიაში ჟურნალისტის უფლებები იზღუდება, კონკრეტულ ფაქტებზე არავინ საუბრობს ღიად. ამას მრავალი მიზეზი აქვს, საკუთარი უფლებების დაცვის ცოდნაა საჭირო, ამისთვის ბრძოლა და შემდეგ დამარცხების შემთხვევაში ამ ფაქტებზე ღიად საუბარი. სინამდვილე კი ასეთია, შიგნით არავინ იბრძვის და მხოლოდ ერთი ტელეკომპანიიდან მეორეში გადასვლისას ჟურნალისტები უკვე ტრაფარეტად ქცეულ სიტყვის თავისუფლების ხარისხს უჩივიან, რაც მათი განცხდადების გარეშეც ცნობილია. მაგრამ არსებობს შემთხვევები, სადაც კონკრეტული ჟურნალისტი ცენზურის მსხვერპლი არ გამხდარა, მაგრამ მისთვის მიუღებელი სხვა რამ აღმოჩნდა და მან დატოვა “რუსთავი 2” და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს არ გადავიდა მის მოწინააღმდეგე ბანაკში ანუ “იმედში”. “კურიერ პოსტსკრიპტუმის” უკვე ყოფილი ჟურნალისტი სალომე ჯაში იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც მას ეს გადაწყვეტილება მიაღებინა.

სალომე ჯაშიპირველ რიგში ეს არის შანსი მე გავაკეთო ის საქმე რაც ძალიან მინდა ანუ დოკუმენტური კინო. მაგრამ ბუნებრივია ამისკენ რაღაცამ მიბიძგა. არასასიამოვნო იყო ის, რომ ამ ტენდეციურ დაპირისპირებაში მე ვხდებოდი ამ ყველაფრის მონაწილე. ერთი სიტყვით იმ პოლიტიკის მონაწილე არ მინდოდა ვყოფილიყავი, რომელიც ამ ახრის მეშვეობით მთელ ქართულ საზოგადოებაზე ვრცელდება.

- სალომე ჯაშმა არ მოისურვა მის კოლეგებთან ერთად ისეთი ფასეულობების ზედაპირული პროპაგანდა, როგორიც არის პატრიოტიზმი, ოპტიმიზმი და ა.შ. ის რაც ზედაპირზე ძალიან აშკარად ჩანს.

XS
SM
MD
LG