ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 50-მდე ჯარისკაცი უგზოუკვლოდ დაიკარგა


პაკისტანელი სამხედროების განცხადებით ჩრდილოეთ ვაზირისტანში მოჯახედებთან შეტაკების შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა 50-მდე ჯარისკაცი. მანამდე პაკისტანის ხელისუფლება აცხადებდა რომ ავღანეთის მოსაზღვრე რაიონში მიმდინარე ბრძოლებისას 20 ჯარისაკცი და 60 ისლამისტი დაიღუპა.

გენერალ-მაიორ ვაჰიდ არშადის განცხადებით ქალაქ მირ ალის მახლობლად მოჯახედებმა პაკისტანის არმიის სამხედრო კოლონაზე მიიტანეს იერიში, რის შემდეგ ბრძოლაში უშიშროებიუს ძალები და სამხედრო შვეულმფრენები ჩაებნენ.

ადგილობრივი მცხოვრებელბის თქმით ამ შეტაკების შედეგად 4 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მოგვიანებით მოჯახედებმა კიდევ ერთ სამხედრო კოლონაზე მიიტანეს იერიში ამავე რაიონში.

XS
SM
MD
LG