ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი განცხადებას აკეთებს კოდორის ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით


გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის რწმუნებულმა შემდეგი განცხადება გააკეთა კოდორის ხეობაში მომხდარი შეტაკების ირგვლივ.

-”გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია ცნობებით იმის თაობაზე, რომ ინციდენტს ჰქონდა ადგილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო სამთავრობო ძალებს შორის, რის შედეგადაც დაიღუპა ორი აფხაზი. არიან დაჭრილები. რამოდენიმე კაცი დაატყვევეს.

საქრთველოში განლაგებული გაეროს მეთვალყურეთა მისია ამჟამად გამოძიებას აწარმოებს. გაეროს გენერალური მდივანი ორივე მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისაკენ მოუწოდებს, რათა კიდევ უფრო არ გამწვავდეს მდგომარეობა.”

XS
SM
MD
LG