ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაიწყო კონდოლიზა რაისის ორ დღიანი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში


დაიწყო შეერთებული შტატების სახელმწოფო მდივნის ორდღიანი სამშვიდობო ტური ახლო აღმოსავლეთში. დაიწყო შეერთებული შტატების სახელმწოფო მდივნის კონდოლიზა რაისის ორდღიანი სამშვიდობო ტური ახლო აღმოსავლეთში. მდივანი რეგიონში ამერიკის ინიციატივით დაგეგმილი კონფერენციისათვის შესამზადებელი საფუძვლის ჩასაყრელად ჩავიდა. კონფერენცია ისრაელ-პალესტინელთა სამშვიდობო პროცესისა და პალესტინის სახელმწიფოს შექმნის საკითხებს მოიცავს. დღეს იერუსალიმში ქალბატონი რაისი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ეჰუდ ოლმერტსა და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. შემდეგ სახელმწიფო მდივანი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაირზე გაემგზავრება, პალესტინელთა პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან სასაუბროდ. ქალბატონი რაისი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ისრაელისა და პალესტინელთა ორი სხვადასხვა ხედვის შეთანხმებას ეცდება. მომავალ ნოემბერს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის დოკუმენტი შეერთებულ შტატებში დაგეგმილი კონფერენციისთვის მზადდება. ისრაელს ბუნდოვანი და დაუკონკრეტებელი დოკუმენტის მიღება სურს, პალესტინელებს კი იერუსალიმის, საზრვრებისა და ლტოლვილთა საკითხების განხილვა სურთ.
XS
SM
MD
LG