ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში გენერალ დევიდ პეტრეუსის რეკომენდაციას მისდევს და 2008 წლამდე ერაყიდან ჯარების გაყვანას იწყებს


თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ბუში ერაყში დისლოცირებული კონტიგენტის 30-ი ათასი ჯარისკაცით შემცირების შესახებ დღეს ტელევიზიით გამოსვლისას გააკეთებს განცხადებას.

ბატონი ბუში სავარაუდოდ მისდევს ერაყში ამერიკის უმაღლესი სამხედრო პირის, გენერალ დევიდ პეტრეუსის რეკომენდაციას და 2008 წლამდე ერაყიდან ჯარების გაყვანას იწყებს, თუმცა ამის პირობა ერაყში დამაკმაყოფილებელი პირობები იქნება.

ამ ფონზე, სენატის დემოკრატები განიხილავენ სამხედრო ბიუჯეტში რიგი ცვლილებების შეტანის საკითხს, რამაც მათი ვარაუდით ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე ომი უნდა დაასრულოს.

ერთერთი შესწორების თანახმად, ამერიკის სამხედრო მისია კონტრტერორიზმითა და ერაყის უშიშროების ძალების ტრეინინგით შემოიფარგლება.

ეს შესწორებები სავარაუდოდ იმ რესპუბლიკელი კანონმდებლების დასაინტერესებლად იქმნება, რომელბმაც დემოკრატიული პარტიის ძალისხმევა ჩააგდეს პრეზიდენტ ბუშისთვის ერაყიდან ჯარების გაყვანაზე ვადების დაწესების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG