ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთი არ უნდა ჩამორჩეს განვითარებულ ქვეყნებს ბირთვული ენერგიის დარგში


როგორც ინდოეთის პრემიერ მინისტრმა მან მოჰან სინგჰმა განაცხადა ბირთვული ენერგია ინდოეთის ეკონომიკურ განვითარებაში კრიტიკულ როლს თამაშობს.

მან ეს განცხადება დღეს გააკეთა ორი ახალი ბირთვული რეაქტორის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ქალაქ მუმბაის შორიახლოს:

"ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რომ ჩამოვრჩეთ მსოფლიო მოწინავე ქვეყნებს ამ საკითხში. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ რათა ინდოეთმა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე სარგებელი ამოიღოს ბირთვული ენერგიიდან."

მისი თქმით ინდოეთს შესწევს გააორმაგოს მისი ბირთვული ენერგია თუ უიფრო აქტიურად ჩაებმება საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში, უნდა აღინიშნოს რომ ინდოეთში არაერთგვაროვნად აფასებენ ახლახანს ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებულ ხელშეკრულებას ბირთვულ დარგში ურთიერთთანამშრომლობაზე.

ამ გარიგების ძალით ინდოეთს ხელი მიუწვდება ამერიკულ არასამხედრო ბირთვულ ტექნოლოგიაზე თუ ინდოეთი დაუშვებს მისი მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების ინსპექციას.

მემარცხენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსები მწვავედ აკრიტიკებენ ამ მოთხოვნას და ამტიკეცებენ რომ ეს ფაქტობრივად წარმოადგენს ინდოეთის სუვერენობის ხელყოფას, რაც საბოლოო ანგარიშში მას აიძულებს ამერიკის სტარტეგიული ალიანსის ორბიტაში მოხვედრას.

ბატონი სინგი ამ კრიტიკაზე აცხადებს რომ ინდოეთი ბირთვულ დარგში თანამშრომლობას ცდილობს არამარტო ამერიკასთან, არამედ რუსეთთან და საფრანგეთთანაც. ბატონი სინგის აზრით სწორედ ეს გახდება იმის საწინდარი რომ ინდოეთმა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი მის საერთაშორისო იზოლაციას, რომელიც უკვე რამოდენიმე ათეული წელიწადია გრძედლება.

საერთაშორისო მიმომხილველებს ეჭვი ეპარებათ იმაში რომ ბატონის სინქის ეს განცხადება შეარბილებს ამ საკითხში სინქის კომუნისტი მოკავშირეებისა და ოპოზიციური პარტიების პოზიციას.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ინდოეთის პარლამენტმა რამოდენიმეჯერ შესწყვიტა მუშაობა პარლამენტართა განსაზღვრული ჯგუფის ინიციატივების გამო რომელლბიც კატეგორიულად მოითხოვენ ამ ხელშეკრულების გადასინჯვას.

XS
SM
MD
LG