ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჰუდ ოლმერტი ამერიკული სამხედრო დახმარების გაზრდაზე საუბრობს


ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი აცხადებს, რომ ამერიკამ გაზარდა ისრაელისადმი სამხედრო დახმარება, რაც არაბული ქვეყნებისადმი იარაღის საკითხში დახმარებას აბალანსებს. დღეს, იერუსალიმში ოლმერტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტი 3 მილიარდ დოლარს შეადგენს მომავალი 10 წლის განმავლობაში, რაც 25თ პროცენტიან მატებას ნიშნავს. ამ საკითხზე მოგვიანებით ამერიკელი ოფიციალური პირებიც გააკეთებენ კომენტარს. გუშინ ამერიკის პრესა იტყობინებოდა, რომ ბუშის ადმინისტრაცია აპირებდა კონგრესისთვის იარაღის დახმარების თხოვნას საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების დასახმარებლად, რაც 20 მილიარდიანი პროექტია. ბუშის ადმინისტრაცია სავარაუდოდ ასევე წამოაყენებს წინადადებას ეგვიპტისადმი 13 მილიარდიანი დახმარების პაკეტის მიღების შესახებ. აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი ხვალ ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრებიან ერაყში არაბული ქვეყნების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და ასევე იარაღის გაყიდვის საკითხების განსახილველად.
XS
SM
MD
LG