ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა ავტომობილში. აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ქვეყნის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში პარლამენტის საკონტროლო-გამშვები პუნქტზე მოხდა თავდასხმა. დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი და დაიჭრა ექვსი.

წუხელ კამიკაძე ტერორისტების მიერ განხორციელებულმა თავდასხმებმა 52 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაჭრილები.

პაკისტანის სამხრეთით , ბალუჩისტანის რეგიონში, ქალაქ ჰაბში ბადრაგის გვერდით რომელსაც ჩინელი ინჟინრები გადაჰყავდა დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. აფეთქებისას შვიდი პოლიციელი და სულ მცირე 22 უდანაშაულო ადამინის დაიღუპა.

ადგილი ჰქონდა ასევე კამიკაძე ტეორისტების მიერ განხორციელებულ ტავდასხმებს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ჰანგუში და ქალაქ კოჰატში მეჩეთში .

XS
SM
MD
LG