ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანიკა მანჰეტენზე


ქალაქ ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი აცხადებს რომ მანჰეტენზე ორთქლის მილსადენის გასკდომის მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურა იყო და არა ტერაქტი.

გუშინ გრანდ სენტრალის სადგურთან მილსადენის გასკდომამ ქალაქში პანიკა გამოიწვია. ერთი ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა, 30 დაშავდა.

ავარიის ადგილის შემოწმებისა და ანალიზის შედეგად დადგინდა რომ ჰაერში გაიფანტა აზბესტისა და კობოს გამომწვევი ნივთიერებების ნაწილაკები, რომლებიც მილის თბოიზოლაციაში შედის.

XS
SM
MD
LG