ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში 6 წლის ბიჭუნა ფრინველის გრიპის ვირუსით გარდაიცვალა


ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით ჯაკარტას ჰოსპიტალში 6 წლის ბიჭუნა ფრინველის გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.

ბავშვი ბანტენის პროვიციის ქალაქ სილეგონიდან იყო. ინდონეზია მთელს მსოფლიოში ლიდერობს ფრინველის გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევებით. ჰ5ნ1 ტიპის გრიპის ვირუსით 102 ინდონეზიელი იყო ინფიცირებული, რომელთაგან 81 გარადიცვალა.

მეცნიერები შიშობენ რომ ფრინველის გრიპის ვირუსის მუტაციის შემთხვევაში ის შესაძლოა უფრო ადვილად გადაედოს ადამიანებს.

გაეროს მონაცემებით სულ ამ ვირუსმა მთელს მსოფლიოში 191 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG