ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ კონგში ჩინური მმართველობის მე-10 წლისთავს აღნიშნავენ


ჰონგ კონგში ჩინური მმართველობის ათ წლისთავს აღნიშნავენ. დღეს ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჯინტაო, ჰონგ კონგში, ამ ყოფილი ბრიტანეთის კოლონიის ჩინური მმართველობის ქვეშ დაბრუნების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმს გაუძღვება. ქალაქში აღმართეს ტერიტორიის წითელი დროშა, გაისმა ბუდისტური მონასტრის ზარებბის რეკვა. ბრიტანელები ჰონგ კონგს ას ორმოცდატექვსმეტი წლის განმავლობაში განაგებდნენ. სიტყვით გამოსვლისას ჰუ ჯინტაომ, რომელიც ქალაქსი პირველად იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, აღნიშნა, რომ დემოკრატია ჰოგ კონგში ღრმავდება და სწორი გზით ვითარდება. გამოსვლის სემდეგ პრეზიდენტი ქალაქ შენჩენში გაემგზავრა. მთავრეობის მიერ მოწყობილი ზეიმის გარდა, ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა დემოკრატიის მხარდასაჭერად. გასულ წლებში, ჰონგ კონგის მოქალაქეები ქალაქის მმართველობის არჩევითობის მოთხოვნით, ხალხმრავალ დემონსტრაციებს მართავდნენ. ქალაქი “ერტი ქვეყანა, ორი სისტემის” პოლიტიკური კურსით იმართება და ჩინეთისაგან დიდი ავტონომიითა და პოლიტიკური და სოციალური თავისუფლებების ქონით გამოირჩევა.
XS
SM
MD
LG