ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში გაუქმდა კომენდანტის საათი


ბაღდადში გაუქმდა ოთხდღიანი კომენდანტის საათი, რომელიც სამარაში შიიტური მეჩეთის აფეთქების შემდეგ შემოიღეს. ალ-ასკარიას მეჩეთის ორი ოქროსგუმბათიანი მინარეთის აფეთქებაში ალ-ყაიდას ტერორისტები არიან ეჭვმიტანილნი. ბოლო ორი დღის განმავლობაში ამერიკელმა ჯარისკავებმა ერაყში 10 ტერორისტი გაანადგურეს და 20-მდე მათგანი ტყვედ აიყვანეს. ამ სპეცოპერაციის დროს უკანონო იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. ბაღდადში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების თავდაცვის მინსტრმა რობერტ გეითსმა აღნიშნა რომ ერაყში დამატებით 28 000 ჯარისკაცის ჩამოყვანამ მხოლოდ ახლა გამოიღო თავისი შედეგი.
XS
SM
MD
LG