ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასსა და ფატას შორის შეტაკებები გრძელდება


პალესტინელთა დაპირისპირებულ დაჯგუფებებს ჰამასსა და ფატას შორის მიმდინარე ბრძოლები ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილსაც მოედო. ბოლო შეტაკებებში გაეროს ორი მუშაკი დაიღუპა. გაერო აცხადებს, რომ გაეროს ჰუმანიტარული სამსახურის ორი პალესტინელი მუშაკის დაღუპვის შემდეგ, ღაზას სექტორში მიმდინარე ჰუმანიტარული სამუშაოები დროებით შეწყდება. დღევანდელ ბრძოლას დამატებით კიდევ ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ქალაქ ღაზაში მიმდინარე დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილეცაა. ღაზას სექტორის სამხრეთში მდებარე დაბა ხან იუნისში, ფატასადმი ლოიალური უშიშროების სამსახურის შენობა ააფეთქეს.

ჰამასის მებრძოლებმა სექტორის ჩრდილოეთში საკუთარი პოზიციები გააძლიერეს და ფატას ძალებს დანებებისათვის პარასკევამდე დრო მისცეს.

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ის რაც ღაზაში ხდება სიგიჟეს წააგავს. პრეზიდენტის ფატას დაჯგუფება ამბობს, რომ ცეცხლის არშეწყვეტის შემთხვევაში ფატას წევრები, ჰამასთან ერთად დაკომპლექტებული პალესტინელთა ერთობის მთავრობიდან გამოვლენ.

სამი დღის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებს უკვე ორმოცდაათამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG