ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ სააკაშვილი სანქტ-პეტერბურგიდან საფრანგეთში გაემგზავრა


10 ივნისს სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს წევრი-ქვეყნების სამიტზე შედგა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა 40 წუთს გაგრძელდა. შეხვედრას ვლადიმერ პუტინმა პოზიტიური მოვლენა უწოდა, ასევე შეაფასა იგი მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით უახლოეს მომავალში მოსალადნელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად დათბობა.

- მთავარია, ქვეყანამ უნდა განაგრძოს არჩეული კურსი. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს საზღვრის გადახედვას და ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენებას, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სანქტ-პეტერბურგიდან მ.სააკაშვილი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც საფრანგეთის ახლად არცეულ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდება. აღნიშნულ საკითხებზე ექსპერტი ირაკლი მენაღარიშვილი გვესაუბრება, რომელიც „ა.ხ.“ კითხვაზე, ხომ არ უკავშირდებოდა პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტს მთელ თბილისში დენის გათიშვა, ექსპერტი პასუხობს, რომ დაკავშირება ამ ორი მოვლენის ერთმანეთთან საფუძველს მოკლებულია, მიუხედავად იმისა რომ რუსეთის პრეზიდენტმა მ.სააკაშვილს ირონიით სწორედ ეს კითხვა დაუსვა, თუმცა, ი.მენაღარიშვილის თქმით, შესაძლოა პუტინის სიტყვებში ირონია სულაც არ იყო და იყო მხოლოდ თანაგრძნობა.

XS
SM
MD
LG