ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში კამიკაძე ტერორისტი თავს დაესხა პოლიციის საგუშაოგოს


ერაყის უშიშროების ოფიციალური პირები აცხადებენ რომ დღეს ერაყის ჩრდილოეთ-დასავლეთით, სირიის საზღვართან ქალაქ რაბიაში კამიკაძე ტერორისტმა პოლიციის საგუშაგოსთან აიფეთქა თავი, რის შედეგადაც დაიღუპა 9, ხოლო დაიჭრა სულ მცირე 22 ადამიანი.

ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად დაღუპულთა შორის 4 პოლიციელია.

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ოფიციალური პირები აცხადებენ რომ კოალიციური ძალების მიერ განხორციელებული რეიდისას ბაღდადსა და სხვა რეგიონებში დააკავეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები.

ამავე განცხადების თანახმად 16 ეჭვმიტანილი რომელიც ბაღდადის შიიტური სადრის უბანში დააკავეს ირანიდან ერაყში იარაღის გადაზიდვას ახორციელებს და მეამბოხეებს საწვრთნელ ბაზებზე ირანში აგზავნის.

კოალიციურმა ჯარებმა ქალაქ ფალუჯაში სამხედრო ოპერაციების განხორციელებისას 15 პირი დააკავეს.

XS
SM
MD
LG