ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბუში რუსეთს რეფორმების მიმდინარეობის შეჩერების გამო აკრიტიკებს


პრაღაში დემოკრატიისადმი მიძღვნილი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ რუსეთის პრეზიდენტი სერიოზულად აღიქვავს მისდამი ნაკისრ დემოკრატიის დაცვის ვალდებულებას.

“რუსეთში ხალხს შეპირდნენ, რომ რეფორმები ძალაუფლებას ხალხის ხელში მოაქცევდა. სამწუხაროდ ამ რეფორმების განხორციელება შეჩერდა, რაც დემოკრატიას დიდ ზიანს მიაყენებს”. სთქვა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს სირთულეებით სავსე მეგობრობა და ძლიერი ურთიერთობა აკავშირებთ. ორ ქვეყანას შორის არსებულ უთანხმოებათა შესახებ ერთმანეთთან დაუფარავად საუბარი კი ამ ურთიერთობათა შემდგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ბატონმა ბუშმა დემოკრატიული რეფორმების შეჩერებისათვის, აგრეთვე გააკრიტიკა ჩინეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი და პაკისტანი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის იმ სკეპტიციზმისა, რომლითაც მის თავისუფლებებისადმი თავდადებას აღიქვავენ. “მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიის განვითარებას მსოფლიოს ყველა კუთხეში უჭერს მხარს”. სთქვა პრეზიდენტმა:

“მე ამერიკას მსოფლიოში ტირანიის დამხობისაკენ მიმართულ ბრძოლას შევპირდი. ზოგი თვლის, რომ ეს მე დისიდენტ პრეზიდენტად მაქცევს და მე ამას პატივად მივიჩნევ”. განაცხადა ბატონმა ბუშმა.

ფიქრობენ, რომ რუსეთის კრიტიკა დიდი რვიანის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაზაბავს.

პუტინი ამტკიცებს, რომ ევროპაში ანტიბალისტიკური სისტემის განლაგება ძალთა ბალანს დაარღვევს. ამერიკელები კი ირწმუნებიან, რომ რაკეტსაწინაღო სისტემა რუსეთს არავიტარ საფრთხეს არ უქმნის და მხოლოდ ირანისაგან თავდაცვას ემსახურება:

“ჩვენ საკმაოდ ირანის პრობლემა საკმაოდ გვაღელვებს იმიტომ, რომ თეირანი თითქმის ზუსტად იმეორებს იმას, რასაც ჩრდილოეთ კორეა ათას ცხრაას ოთხმოციან და ოთხმოცდაათიან წლებში აკეთებდა”. ამბობს რაკეტსაწინაღო დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ამერიკელი გენერალ ლეიტენანტი, ჰენრი ობერინგი.

პრეზიდენტი პუტინი კი იმუქრება, რომ იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემას განალაგებს. რუსეთი ევროპაში ახალ სამიზნეებს მიუშვერს რაკეტებს.

XS
SM
MD
LG