ათი რაკეტა პოლონეთში განთავსდება, ხოლო რადარი კი ჩეხეთში. სისტემის დადგმის გადაწყვეტილების მიღების მიზეზს, ახლო აღმოსავლეთიდან გაშვებული ბალლისტიკური რაკეტებისაგან ევროპის დაცვა წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ რაკეტსაწინაღო დაცვისათვის გათვლილ რაკეტებს ქობინები არ აქვს დამაგრებული და აქედან გამომდინარე მათი თავდასხმისათვის გამოყენება გამორიცხულია, თანაც ეს რაკეტები რუსული რაკეტების ჩამოგდებასაც ვერ შესძლებს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების გეგმა ევროპაში გამალებულ შეიარაღებას შეუწყობს ხელს და რუსეთის ბირთვულ არსენალზე იმოქმედებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანის ტომ კეისის თქმით:
“საშიშროება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს ევროპაელ მოკავშირეებს ემუქრება, არამედ თავად რუსეთსაც. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან თანამშრომლობას დასთანხმდება. ჩვენი დაგეგმილიდან რუსეთს სტრატეგიულ პოტენციას საფრთხეს არაფერი არ უქმნის და ამიტომაც სისტემის განლაგების ამგვარად შეფასება ნამდვილად არასწორი იქნებოდა”.
ბატონ კეისის თქმით, შეერთებული შტატები რაკეტსაწინარო სისტემის გეგმის რუსეთთან შეთანხმების მცდელობებს გააგრძელებს. ეს დიალოგი უკვე წელიწად ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობს. შეერთებული შტატები ისევე, როგორც წინათ, მომავალშიც შეინარჩუნებს გამჭვირვალეობას სისტემის ირგვლივ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტომ კეისიმ აგრეთვე სთქვა, რომ უთანხმოების მიუხედავად, შეერთებული შატები ეკონომიკის დარგში, ირანის ბირთვულ პრობლემასთან და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით რუსეთთან ურთიერთობას გააგრძელებს.