ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

28 მაისს შეერთებულ შტატებში ხსოვნის დღე აღინიშნება


28 მაისს შეერთებულ შტატებში ხსოვნის დღე აღინიშნება, იმ ამერიკელთა მოსაგონარად, რომლებმაც თავისუფლებისთვის გაწირეს თავი.

ამერიკელებმა 1775 წელს ბრიტანეთის ბატონობისგან დაიხსნეს თავი. ამერიკის რევოლუციამ საყოველთაო ჭეშმარიტება აუწყა სამყაროს, რომ ღმერთმა ყველა ადამიანი თანასწორად შექმნა და ყველას გააჩნია ამ ქვეყანაზე სიცოცხლის, თავისუფლების და ბედიერების უფლება. ეს სიტყვები ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ჩაიწერა. მაგრამ ამერიკული ექსპერიმენტი კინაღამ კრახით დამთავრდა, როდესაც 1861 წელს სამხრეთის შტატებმა აჯანყება დაიწყეს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ მონათმფლობელობის საკითხთან დაკავშირებით.

საშინელი სამოქალაქო ომი 4 წლის განმავლობაში მძვინვარებდა ამერიკაში და საბოლოოდ ჩრდილოეთის გამარჯვებით დამთავრდა რადგან, როგორც პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი ამბობდა ჭეშმარიტად სახალხო მთავრობა არ შეიძლებოდა მიწისპირისდან უკვალოდ აღგვილიყო.

მეოცე საუკუნეში ამერიკა იძულებული გახდა პირველ მსოფლიო ომში ჩაბმულიყო გერმანიის იმპერიის აგრესიის აღასკვეთად. შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიის და იმპერიალისტური იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ომში 300 000-ზე მეტი ამერიკელი დაიღუპა.

შეერთებული შტატები მე-20 საუკუნის 50-იან წლებში კორეაში ომობდა, შემდეგ კი ვიეტნამში კომუნისტური აგრესიის წინააღმდეგ. 1991 წელს ამერიკამ გადამწყვეტი წვლილი შეიტანა კუვეიტში ერაყის აგრესიის აღსაკვეთად. 1999 წელს კი ნატოს შეიარაღებულ ძალებს მეთაურობდა კოსოვოში იუგოსლავიის არმიის წინააღმდეგ ომში, რომლებსაც ეთნიკური ალბანელების ჩაგვრას აბრალებდნენ.

2001 წლის დეკემბერში მოკავშირეთა ძალებმა ამერიკის მეთაურობით თალიბანის რეჟიმი დაამხეს ავღანეთში, 2003 წლის მარტში კი ერაყში სადამ ჰუსეინის ხელისუფლებას მოუღეს ბოლო. ამერიკელები დღესაც განაგრძობენ ბრძოლას ექსტრემისტების და ტერორისტების წინააღმდეგ ამ ქვეყნებში.

ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ბუშმა ამერიკელი პატრიოტების დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც იარაღით ხელში იცავენ თავისუფლებას მთელს მსოფლიოში.

XS
SM
MD
LG