ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელთა სარაკეტო შეტევის შედეგად ერთი ებრაელი დაიღუპა


პალესტინელთა სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქ შდეროტში ერთი ებრაელი დაიღუპა. უკანსკნელი ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე მსხვერპლია ისრაელის მხრიდან, მას შემდეგ რაც ჰამასმა ისრაელის ტერიტორიას თვითნაკეთი რაკეტები დაუშინა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი პალესტინელთა სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ შეუზღუდავი სამხედრო აქციებით იმუქრება. ეჰუდ ოლმერტის განცხადებით ისრაელი კვლავაც გააგრძელებს სამხედრო შეტევას ჰამასის წინააღმდეგ და არცერთ ტერორისტს არ ექნება ხელშეუხებლობის გარანტია. ისარელის ავიაციის მოქმედების შედეგად უკანასკნელი დღეების განმავლობაში 50-მდე პალესტინელი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG