ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში დამტკიცდა ახალი კანონპროექტი


წარმომადგნელთა პალატამ 221 ხმით 205-ის წინააღმდეგ მოიწონა ახალი კანონპროექტი რომელიც ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების დაფინანსებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია რომ პრეზიდენტმა ბუშმა ახალახანს წამომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ დამტკიცებულ მსგავს კანონპროექტებს ვეტო დაადო რადგანაც მათში კონკრეტულად იყო მოცემული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ერაყიდან გაყვანის ვადები. ახალი კანონპროექტი 43 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ამერიკული სამხედრო კონტინგენტებისათვის ერაყსა და ავღანეთში ისევე როგორც ამ ქვეყნებში უშიშროების ძალების გაწვრთვნისათვის.

ამ კანონპროექტის მოქმედება ივლისამდეა დაშვებული. იმისათვის რომ დაამტკიცონ დამატებითი 53 მილიარდი დოლარი რათა ოპერაციები სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდეს, პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს მოხსენება ერაყში შექმნილი მდგომარეობის შესახებ რასაც უნდა მოჰყვეს ახალი კენჭისყრა.

დემოკრატები შეეცადნენ კიდევ ერთი კანონპროექტი გაეტანათ კენჭისყრაზე რომელიც ითვალისწინებდა ამერიკული საბრძოლო ნაწილებისა და კონტრაქტებით ერაყში მომუშავე პირების მომავალი 9 თვის განმავლობაში გაყვანას.

ეს კანონპროექტი 255 ხმით 171-ის წინააღმდეგ არ იქნა დამტკიცებული.

წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე ნენსი პელოსიმ განაცხადა რომ ახალი კანონპროექტის ძალით უნდა გაიყვანონ ამერიკული ძალები ერაყიდან თუმცა ამავე დროს ამ კანონპროექტში კონგრესის წინაშე ანგარიშვალდებულად თვლიან პრეზიდენტ ბუშსა და ერაყის მთავრობას. ქალბატონ,მა პელოსიმ კერძოდ თქვა

პრეზიდენტი ბუში მიეჩვია იმას რომ ერაყში ყველაფერს ისე მიმართავდა როგორც სურდა. მაგრამ როდესაც დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობის სტატუსი მოიპოვეს ამას წერტილი დაესვა. ამერიკელმა ხალხმა გამოხატა თავისი ნება, მას სურს პოლიტიკის შეცვლა ერაყში და ომის დასრულება.

სენატში არც თუ ისე დიდი შანსებია იმისა რომ ეს კანონპროექტი გავა რადგანაც დემოკრატებს რესპუბლიკელებთან შედარებით ოდნავი უპირატესობა გააჩნია. პენატაგონში პრეზიდენტმა ბუშმა განცხადება გააკეთა სადაც ხაზგასმით აღნიშნა რომ კონგრესისაგან იგი ითხოვს კანონპოექტს რომლითაც უნდა მოხდეს ამერიკული სამხედრო კონტინგენტის სრული დაფინანსება. მან კერძოდ თქვა:

მე მინდა კონგრესს შემდეგი სიტყვებით მივმართო: მიუხედავად იმისა თუ რა პოზიცია გაგაჩნიათ ამ საკითხში, მოდით ყველფერი ვიღონოთ რათა დავაფინანსოთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები და არ დავუშვათ ის რომ პოლიტიკოსებმა უკარნახონ ჩვენს სამხედრო ხელმძღვანელობას ის თუ როგორ უნდა აწარმოონ საბრძოლო ოპერაციები.

პრეზიდენტი ეთანხმება იმ მოსაზრებას რომ ერაყის მთავრობამ უნდა დააკმაყოფილოს განსაზღვრული პოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნები და რომ ამჟამად თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი კანონმდებლებთან ერთად მუშაობს რათა ამ საკითხში ერთობლივი პლატფორმა გამოიმუშავონ.

XS
SM
MD
LG