ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგმა ხალხმა მისი არჩევით რეფორმებს დაუჭირა მხარი


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ნიკოლა სარკოზი განხეთქილება ჩამოვარდნილი საფრანგეთის გაერთიანების პირობას დებს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორმა ნიკოლა სარკოზიმ დამაჯერებელი მანდატით გაიმარჯვა. სარკოზიმ განაცხადა, რომ ფრანგმა ხალხმა მისი არჩევით რეფორმებს დაუჭირა მხარი.

პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა ფრანგებისათვის ეროვნული სიამაყის, დაბრუნების, ფასეულობების, მორალის და პატივის გრძნობის აღდგენის და განხეთქილებაჩამოვარდნილი საფრანგეთის გაერთიანების პირობა დადო.

მან აგრეთვე შეერთებულ შტატებტან ურთიერთობის გამოსწორების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ბატონი სარკოზის ხუთწლიანი პრეზიდენტობა 16 მაისს იწყება.

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში სარკოზის გამარჯვებით განაწყენებულთა დემონსტრაციები მოეწყო. პოლიციამ ხალხის წინააღმდეგ, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

XS
SM
MD
LG