ერაყის ხელისუფლების განცხადებით მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ბაღდადში სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა. ბაღდადის ბაუაას რაიონში დღეს კიდევ ერთი ბომბი აფეთქდა, რომელმაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამარაში ორმა კამიკაძემ ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად ადგილობრივი პოლიციის უფროსი და კიდევ 8 ადამიანი მოკლეს. დღესვე ბაღდადის შიიტურ სადრის უბანში ამერიკელმა და რეაყელმა სამხედროებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც 8 მოთარეშე გაანადგურეს და ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე სამალავი აღმოაჩინეს. ამერიკელი სახმედროების განცხადებით შაბათს ალ-ანბარის პროვინციაში ორი ამერიკელი სამხედრო ქვეითი დაიღუპა, კიდევ ერთი ჯარისკაცი კი ბაღდადში მოკლეს.