ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაისი უარს აცხადებს ერაყის საკითხზე კონგრესში მისცეს ჩვენება


აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ვარაუდობს, რომ უარს იტყვის ამერიკის კონგრესის გამოძახებაზე, რათა ჩვენება მისცეს ბუშის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ ერაყში შეჭრის დროს. ოსლოში რაისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსგავს კითხვებს მან უკვე არაერთხელ გასცა პასუხი, და იმის შესახებაც ილაპარაკა, თუ რა იცოდა მან ადმინისტრაციის არგუმენტების თაობაზე ერაყის მიერ ნიგერის რესპუბლიკიდან ურანის მოპოვების საკითხში. ეს ვარაუდი, როგორც ცნობილია, მოგვიანებით არ გამართლდა. შეგახსენებთ, რომ კონდოლიზა რაისი ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ბუშის მრჩეველი გახლდათ, მაშინ როცა ადმინისტრაციამ სადამ ჰუსეინის გაძევება განიზრახა. რაისის განცხადებით, ამ საკითხზე პრეზიდენტ ბუშთან შემდგარი ნებისმიერი შეხვედრის შინაარსის კონფიდენციალურობა სპეციალური ნებართვით არის დაცული, და რომ მას არ მოეთხოვება კონგრესის წინაშე თავის მართლებით წარსდგეს. წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო და მთავრობის რეფორმის კომიტეტმა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით კონდოლიზა რაისი კოგრესში დაიბარა. რაისმა დასძინა, რომ კომიტეტის კითხვებს სიამოვნებით გასცემს პასუხს წერილობით.
XS
SM
MD
LG