ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლები ერაყში სასწრაფო სამხედრო დაფინანსების კანონპროექტს განიხილავე


დღეს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლები ერაყში სასწრაფო სამხედრო დაფინანსების კანონპროექტს განიხილავენ, რაშიც შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ერაყიდან გაყვანის ვადების განსზღვრაც შედის.

კანონპროექტის თანახმად 124 მილიარდი დოლარი სამხედრო ოპერაციებს მოხმარდება , თუმცა 2008 წლის აპრილისთვის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ერაყიდან გასვლასაც ითვალისწინებს.

კანონმდებლები ასევე ერაყის მთავრობისგან გარკვეული ვადის განმავლობაში ქვეყნის უშიშროების სისტემაში მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვენ.

აშშ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს რომ კენჭისყრა ხელს შეუწყობს ომზე პასუხისმგებელი პრეზიდენტი ბუში გახდეს.

კანონპროექტის განხილვას დაემთხვა ის ფაქტიც რომ კაპიტოილუმში ერაყში მთავარსარდალი დეივიდ პეტრაეუსი ერაყში განლაგებული შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების გაფართოებისთვის ვადების გაზრდის მოთხოვნით კანონმდებლებს მიმართავს.

XS
SM
MD
LG