ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა ვირჯინიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დიპლომატებს აგზავნის


სამხრეთ კორეის მთავრობამ ვირჯინიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სადაც კორეული წარმოშომის სტუდენტმა ოცდაათზე მეტი ადამიანი მოკლა, დიპლომატები მიავლინა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა რო მუ ჰიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შოკშია, გლოვობს და ლოცულობს დაღუპულთათვის. ბატონმა რომ ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო თათბირი მოიწვია და პრეზიდენტ ბუშს სამძიმარი დეპეშა გაუგზავნა.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ასეთივე წერილობითი სამძიმარი გაუგზავნა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს.

მკვლელმა ოცდასამი წლის ჩო სუნგ ჰიმ ცხოვრების უმეტესი ნაწილი შეერთებულ შტატებში გაატარა. მკვლელის ოჯახი ამერიკაში 1992 წელს გადმოსახლდა.

ცნობილია, რომ სამხრეთ კორეელები საკუთარ ეროვნულ იმიჯს ძალზე უფრთხილდებიან და მათგან ბევრი ამ მასობრივი მკვლელობის ფაქტს საკუთარ სირცხვილად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG