ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სტუმრობს.


თბილისში ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე, სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯონ ფურნიე. 14.03. შინდისის „სოფლის სახლის „ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი, „საქართველო ნატოში „ ხელმძღვანელი შალვა ფიჩხაძე, საგარეო უწყების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ჯონ ფურნიე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, თუ როგორ სწორად და სრულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის. რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისთვის ?

- ამ კითხვით სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელს, ალექსანდრე რონდელს მივმართე , რომელიც ამბობს, რომ ჯონ ფურნიე აკვირდება, როგორ უყურებს ჩვენი საზოგადოებრიობა ნატოში შესვლას, რამდენად ინფორმირებულია და როგორ აფასებს იმას, თუ როგორ ასრულებს ჩვენი ხელისუფლება იმ ვალდებულებებს, რომლებიც ნატოში შესვლისთვის არის აუცილებელი.

XS
SM
MD
LG