ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთი ერაყიდან 100 ჯარისკაცს გაიყვანს


რუმინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აპირებს ერაყში დისლოცირებული 600-ს კაციანი კონტიგენტი 100-ით შეამციროს. ტრიან ბაშესკუმ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებს დღეს განუცხადა, რომ ეს ჯარისკაცები მისიას ბასრაში წელს დაასრულებენ. პრეზიდენტისვე თქმით, რუმინული შენაერთების შემცირება ერაყში მოსდევს დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტიგენტის კლების შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

ტონი ბლერმა თებერვალში როგორც ცნობილია განაცხადა, რომ ერაყში დისლოცირებულ ძალებს 20 პროცენტით შეამცირებს. რუმინელი სამხედროები ერაყში ძირითადად სწორედ ბრიტანული სარდლობის დაქვემდებარების ქვეშ მსახურობენ. გასულ წელს რუმინეთის ხელისფლებამ ერაყიდან 130 ჯარისკაცი გაიყვანა.

XS
SM
MD
LG