ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მომხდარ აფეთქებებსა და თავდასხმებს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ერაყის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მომხდარ აფეთქებებსა და თავდასხმებს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე ათეული.

ბაღდადში, ოფიციალური ინფორმაციით კამიკაძემ სატვირტო მანქანით აში ბომბი ააფეთქა ქალაქის ბაზარში. ამ დროს ერთერთ მიმდებარე რესტორანთან მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ქალაქის კიდევ ერთ უბანში კი მოხდა ცელოფანის ჩანთაში ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონირება.

ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ მოსულში, კი კამიკაძე ტერორისტის მიერ მოწყობილმა თავდასხმამ ექვსი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავდა 40ზე მეტი პოლიციის თანამშრომელი და მშვიდობიანი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG