ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს შეფასების ჯგუფი საქართველოზე დასკვნას მოამზადებს


მეოთხე დღეა თბილისში სამუშაო ვიზიტით ნატოს თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის, ფრენკ ბოლანდის ხელმძღვანელობით ნატოს შეფასების ჯგუფი იმყოფება.

ქართულ მხარეს მოლაპარაკებებზე სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ამბობს, რომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე აიპაპით გათვალისწინებული რეფორმების ფართო სპექტრის მსვლელობა განიხილება : საგარეო პოლიტიკის, კონფლიქტების დარეგულირების, საზღვრის დაცვის, ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლის და სხვა. სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის თქმით, ნატოს შეფასების ჯგუფის დასკვნაზეა დამოკიდებული, გადავა თუ არა საქართველო წლის ბოლოს ალიანსში შესვლის ბოლო, მესამე ეტაპზე.

უფრო დეტალურად აღნიშნულ საკითხებზე ნატოს შეფასების ჯგუფთან შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება , რომელიც ამბობს, რომ შეხვედრებზე განხილული საკითხები ,რეფორმების მიმდინარეობის თაობაზე ნატოს შეფასების ჯგუფის მიერ ძირითადად დადებითად შეფასდა, რაც, ალბათ, მათ მიერ შედგენილ დასკვნაშიც აისახება.

XS
SM
MD
LG