ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს წარმოამდგენელი აცხადებს რომ გაეროს ინიციატივა კოსოვოს სტატუსზე კომპრომისული სახისაა


როგორც გაეროს წარმოამდგენელმა მარტი აჰტისაარიმ განაცხადა მთავარია მიღწეულ იქნას კომპრომისი სერბეთსა და კოსოვოს ლიდერებს შორის.

აჰტისარიმ დღეს გააკეთა ეს განცხადება კერძოდ მას შემდეგ რაც გაეროს ინციატივა ბელგრადში გადასცა სერბეთის პრეზიდენტს ბორის ტადიჩსს. დღესვე ეს დოკუმენტი კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ამ პროვინციის ლიდერებს უნდა გადასცენ.

დოკუმენტში არაფერია ნათქვამი კოსოვოს სერბეთისაგან დამოუკიდებლობის შესახებ. როგორც აჰტისაარიმ განაცხადა დამატებითი მოლაპარაკებები უნდა ჩატარდეს მხარეებს შორის კოსოვოს შესაძლო დამოუკიდებლობის ირგვლივ და მხოლოდ ამის შემდეგ ინიციატივის საბოლოო ვარიანტი გადაეცემა გაეროს უშიშროების საბჭოს.

ამ წუთებში მიღებული ცნობის თანახმად სერბეთის პრეზიდენტმა ტადიჩმა არ მიიღო ეს ინიციატივა და ხაზგასმით აღნიშნა რომ დოკუმენტში ჩადებულია ისეთი პუნქტები რომელთა ძალით შეუძლიათ მიანიჭონ დამოუკიდებლობა კოსოვოს რაც სერბეთისათვის აბსოლუტურად მიუღებელია.

XS
SM
MD
LG