ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ენერგო დამოუკიდებლობისთვის


პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ამერიკისთვის ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემა ენერგო დამოუკიდებლობის საკითხი, განსაკუთრებით კი უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულება. ეს ამერიკას კიდევ უფრო სუსტ სიტუაციაში აყენებს მტრულად განწყობილი მთავრობების წინაშე, აცხადებს პრეზიდენტი.

“თუ ვთქვათ რომელიმე ქვეყანას არ მოვწონვართ, და ეს ქვეყანა ნავთობს აწარმოებს, ის უფრო ადვილად ირჩევს ჩვენთან ურთიერთობის სტრატეგიას, და ზეწოლას ახდენს ჩვენზე. არა მგონია ამერიკელებს სურდეთ ქვეყნის პრეზიდენტი მტრული რეჟიმების მოქმედებების მსხვერპლად იხილონ. ამას ხომ უარყოფითი გავლენა ექნება ჩვენს უსაფრთოხებაზე, და ეკონომიკურ განვითარებაზე.” ამბობს ჯორჯ ბუში.

უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულება, პრეზიდენტ ბუშის განცხადებით, ამერიკას ასევე ცუდ მდგომარეობაში აყენებს ტერორისტების წინაშე:

“ თუ ტერორისტი მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში ინფრასტრუქტურას გაანადგურებს, ეს ჩვენს ქვეყანაში ნავთობის ფასებს გაზრდის. ამდენად, ტერორისტები არაადამიანურად გვისწორდებიან. ისინი უკვე დაგვესხნენ თავს თვითმფრინავების საშუალებით. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო უძლურები ვართ ისეთი თავდასხმებს წინაშე, რომლებიც მსოფლიო ინფრასტრუქტურაში შექმნილი პრობლემების გამო ჩვენს ქვეყანაში იმოქმედებს ფასებზე. “ აცხადებს პრეზიდენტი.

იმისათვის რათა შემცირდეს ამერიკის დამოკიდებულება უცხოურ ნავთობზე ამ პრობლემებზე აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტი დაიწყებს ამერიკის სტრატეგიული ნავთობის რეზერვების მოხმარების გაორმაგებას. ეს არის ამეირკის ნავთობის საგანგებო რეზერვები, რომელმაც 2027 წლისთვის ერთნახევარ მილიარდ ბარელს უნდა მიაღწიოს. ამერიკამ დღეს არსებულ რეზერვებსაც გაფართოებული მოცულობით ინარჩუნებს რაც 700 მილიონ ბარელს შეადგენს.

პრეზიდნეტმა ბუშმა კონგრესს უკვე მიმართა მხარდაჭერისთვის რათა გაიზარდოს ალტერნატიული ენერგიის მაგალითად ეთანოლის მიწოდება. მან ასევე მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს საწვავის დაზოგვისკენ მიმართული სხვადასხვა სტანდარტების მოდერნიზებისკენ, მათ შორის ავტომანქანების გაუმჯობესებისკენ, რაც საწვავის მილიარდობით ბარელს დაზოგას მომავალი ათი წლის მანძილზე. პრეზიდენტ ბუშის განცხადებით, ამ ნაბიჯების გატარებით ამეირკას შეუძლია უფრო კარგ მდომგარეობაში აღმოჩნდეს და მომავალი ათი წლის მანძილზე 12 პროცენტით შეამციროს უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულება. ასევე ახლო აღმოსავლეთიდან შემოტანილი ნავთობის იმპორტი ¾ -ით შეასუსტოს.

XS
SM
MD
LG