შეერთებული შტატები ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტაში პროგრესის მიღწევას ცდილობს და ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს არსებობას უჭერს მხარს. ამას წინათ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტუმრობისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა და მასთან საუბარში განაცხადა:” შეერთებული შტატები დაეხმარება ისრაელის და პალესტინის ხალხებს უსაფრთხოების დამყარებაში, როდესაც ისინი მშვიდობიან, დემოკრატიულ სახელმწიფოებში იცხოვრებენ.” შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის განცხადებით ამერიკა ასევე დაეხმარება მათ ვინც ახლო აღმოსავლეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოდის:” ექსტრემისტები ახლო აღმოსავლეთში იმგვარი სიტუაციის შექმნას ცდილობენ როდესაც შეუძლებელი გახდება ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარება და რეგიონში დემოკრატიის გამარჯვება.” შეერთებული შტატების მიზანია პალესტინელმა ხალხმა გაერთიანებას და მშვიდობას მიაღწიოს და იმგვარი ხელისუფლება ჰყავდეს რომელიც საერთაშორისო საზოგადოების ნდობით იქნება აღჭურვილი, რასაც ნამდვილად იმსახურებს პალესტინელი ხალხი. განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა.
პოპულარული
1