ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავენ


მთელ მსოფლიოში დღეს მართლმადიდებლები ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობენ. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ნათლისღებასტან დაკავშირებით საზეიმო წირვა წმინდა სამების ტაძარში აღავლინა. მსახურების დასრულების შემდეგ ყველა ტაძარში წყლის კურთხევის ცერემონია შესრულდა, ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს დაურიგდათ. პირადად მე იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მივედი, სადაც დღეს უამრავი პატარა მოინათლა. ნათლობას ამ ტაძრის მღვდელმსახური, მამა კონსტანტინე ატარებდა. ამის შემდეგ გავისაუბრეთ : - რა თქმა უნდა, ნათლისღებას, ამ საიდუმლოს აქვს უდიდესი სულიერი დატვირთვა და უდიდესი მნიშვნელობა. რომელ დღესაც არ უნდა მოინათლოს ადამიანი, ისევე განიხვებიან ცანი, როგორც განიხვნა ცანი, როცა ინათლებოდა თვით მაცხოვარი და როდესაც პირველად წარმოდგა სამება. ყოველთვის, ყველა ნათლულზე ზუსტად განცხადდება წმინდა სამების მადლი, როგორც ამ დღეს. თუმცა, 19 იანვარს ტრადიციულად უფრო მეტი ადამიანი ინათლება და ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ვუკავშირებთ სულიერ ნათლობასაც...
XS
SM
MD
LG