ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ამერიკული შეიარაღებული ძალების მიერ  დაკავებულ ხუთ ირანელს მალე გაათავისუფლებენ.


ამის თაობაზე დღეს განცხადება გააკეთა ერაყში ირანის ელჩმა. ელჩის განცხადების თანხამად ერაყში ირანელთა დაკავება ერაყის მთავრობის შეურაცყოფის ტოლფასი იყო. მისივე თქმით მომავალში სხვა ქვეყნები ალბათ თავს შეიკავებენ ერაყში თავისი დიპლომატების გაგაზავნისაგან. შეგახსენებთ რომ 11 იანვარს ქალაქ ირბილში ამერიკის შეიაარღებულმა ძალებმა რეიდი მოაწყეს ირანელთა ერთერთ ოფისზე, სადაც ხუთი ირანელი დააკავეს. ბრლადების თანახმად ისინი ერაყელ მოთარეშეებს იარაღით ამარაგებდნენ.

XS
SM
MD
LG