2004 წელს, ინდოეთის ოკეანეში ცუნამის კატასტროფის შედეგად ინდონეზია მნიშვნელოვნად დაზარალდა. დღეს, ინდონეზიის კუნძული სუმატრა კვლავ პრობლემის წინაშე დგას. ამერიკის შეერთებული შტატები კი ამ სიტუაციას შესაბამისად პასუხობს.
გასული თვის მანძილზე, იქ ძლიერმა წვიმებმა შედეგად წყალდიდობები და მეწყერი მოიტანა. ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250თ ათასზე მეტი კი იძულებული იყო საცხოვრებელი დაეტოვებინა. ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. აუტანელი სანიტარული მდგომარეობის გამო დიდია დაავადების რისკი. მეწყერმა და წყალდიდობამ კუნძულზე რამდენიმე გზა გადაკეტა რამაც დაზარალებულ ადგილებში მისვლის საშუალება გაართულა. ეს კი, თავის მხრივ, სამაშველო და ჰუმანიტარულ სამუშაოებს აფერხებს.
ამერიკის შეერთებული შტატები წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციას, ისევე ორგორც ინდონეზიის წითელი ჯვრის ორგანიზაციას ეხმარება პირველადი მოხმარების პროდუქციის, მათ შორის პლასტიკური ზეწრების, სასმელი წყლის, ჭურჭლისა და თეთრეულის მიწოდებაში. ეს დახმარება ამერიკის მთავრობის დამოკიდებულებას ასახავს --ინდოენზიელ ხალხს ამ უბედურების ჟამს დახმარების ხელი გაუწოდოს.
2004 წელს თავს დამტყდარი ცუანმის შემდეგ, აშშ-მ 840 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება უზრუნველყო ცხრა დაზარებული ქვეყნისთვის. აქედან ნახევარზე მეტი ინდონეზიას გადაეცა. სახსრები ხმარდება საზოგადოებრივი კლინიკების, მეანი ქალებისა და სხვა დამხმარე პერსონალის მომზადებას, ასევე გზების რეაბილიტაციას, სახლების მშენებლობასა და სასმელი წყლის მოსახლეობისადმი მიწოდების სისტემის გაუმჯობესებას.
სტიქიური უბედურების შედეგების შემსუბუქების მიღმა, აშშ-ს გრელვადიანი მიზანია ინდონეზიაში კეთილდღეობისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. აშშ 960-ზე მეტი მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას უზრუნველყოფს ინდონეზიის სამთავრობო და ჯანდაცვის სექტორის რეფორმირების, ეკონომიკური გაჯანსაღებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების მიწოდების მიზნით.
გასული წლის ნოემბერში, ინდონეზიაში ვიზიტისას პრეიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკა გააგრძელებს მუშაობას ორ ქვეყნას შორის პარტნორობის გასაღრმავებლად. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკას ინდონეზიასთან მტკიცე და ჯანსაღი ურთიერთობები ჰქონდეს. პრეზიდენტის განცხადებით:“ინდონეზიის დემოკრატიული გამოცდილება ქვეყანას საშუალებას აძლევს უფრო დადებითი როლი ითამაშოს მან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში. “
ამერიკასა და ინდონეზიას ამჟამად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აქვთ რის შემარჩუნებასაც ეს ქვეყნები მომავალშიც აპირებენ.