ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიელი მუსლიმი სასულიერო პირის განცხადება კრიტიკას იწვევს


ავსტრალიის ერთერთი მუსლიმი სასულიერო პირი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ რაც მან განაცხადა, რომ მუსლიმი ავსტრალიელები ანგლო საქსონ მოსახლეობასთან შედარებით უფრო მეტად არიან ნამდვილი ავსტრალიელები. მიმდინარე კვირის დასაწყისში შეიხ თაგ ალდინ ალ ჰილალიმ ეს განცხადება ეგვიპტის ტელევიზიაში გააკეთა. მან თქვა რომ თეთრი ავსტრალიელები თავიდან ქვეყანაში ჩავიდნენ როგორც კატორღელები, მუსლიმები კი ავსტრალიაში როგორც თავისუფალი ხალხი ისე დამკვიდრდა, მათ თავად გაიკაფეს გზა და ამდენად, ისინი ნამდვილი ავსტრალიელები არიან.
XS
SM
MD
LG