ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის მთავრობის წევრები მიესალმნენ ბუშის ახალ სტრატეგიას ერაყში


ერაყის მთავრობის წევრები მიესალმნენ ბუშის ახალ სტრატეგიას ერაყში. თუმცა ერაყის ბევრი მოქალაქე ეჭვს გამოხატავს, რომ ამერიკული სამხედრო კონტიგენტის გაზრდა ერაყში ძალადობას შეასუსტებს.

ერაყის პრემიერ მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა იწონებს ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ერაყში წარმატების მისაღწევად. ალ მალიკის მრჩეველმა აქვე გაიმეორა ჯორჯ ბუშის განცხადება რომ ერაყში შექმნილი სიტუაცია მიუღებელია როგორც ამერიკელებისთვის, ისე თვით ერაყის მოქალაქეებისთვისაც.

ამ ფონზე, ბაღდადში, შიიტი და სუნიტი მოსახლეობა სკეპტიკურად არის განწყობილი. ხალხი არ ფიქრობს, რომ დამატებითი ამერიკული ჯარები სისხლისღვრის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წინა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა ძალადობის შესაკავებლად, დღეს ერაყის მოსახლეობა მაინც მიესალმება ნებისმიერ ასეთ ახალ მცდელობას.

ლონდონში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუშის ახალ სტრატეგიას დადებითად აღიქვამს, თუმცა აცხადებს, რომ მისი მთავრობა ჯერჯერობით არ აპირებს გაზარდოს ერაყში დისლოცირებული საკუთარი სამხედრო კონტიგენტი.

XS
SM
MD
LG